გვესაუბრება მიქაძეების ოჯახის შთამომავალი, ქუთაისის
პირველი სკოლის პედაგოგი, ლალი მიქაძე.
ალექსანდრე მიქაძე |
ბაბუაჩემი, ალექსანდრე მიქაძე, გილდიის ვაჭარი, ქუთაისში XIX საუკუნის მიწურულს დასახლებულა. წარმომავლობით იგი სოფელ პატარა ჯიხაიშიდან იყო. ექვსშვილიანი ოჯახის უფროსმა ვაჟმა დედის გარდაცვალების შემდეგ უმცროს და-ძმაზე მშობლიური პასუხისმგებლობა აიღო და ყველა გზაზე დააყენა: და გაათხოვა, ოთხიდან ორ ძმას კი უმაღლესი განათლება მისცა. მისი ერთ-ერთი დედმამიშვილი, აქვსენტი მიქაძე, იყო საქართველოში სან-ჰიგიენის დარგში პირველი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
1918 წელს
ალექსანდრე მიქაძემ ქუთაისში საკუთარი სახლი შეიძინა და მას შემდეგ ჩვენი ოჯახი ჯაჭვის
ხიდის მიდამოებში, დღევანდელი დავითისა და კონსტანტინეს ქუჩის 3 ნომერში ცხოვრობს.
ოლღა და ალექსანდრე მიქაძეები |
გიორგი და ოთარ მიქაძეები |
ნელი დარსაველიძე და ეთერ მიქაძე |
დედაჩემი - ნელი დარსაველიძე 40 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლაში. არის საბავშვო პოეტი და დრამატურგი,საბავშვო ლექსების რამდენიმე კრებულის ავტორი, იაკობ გოგებაშვილისა და მარიკა ბარათაშვილის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის მფლობელი.
ნელი დარსაველიძე |
მანანა მიქაძე |
რაც შეეხება განათლების სფეროში მის მოღვაწეობას, თამაზ ფირცხალაშვილთან ერთად მან საფუძველი ჩაუყარა მასწავლებელთა შერჩევას კონკურსების წესით და ბევრმა ჩვენმა თანაქალაქელმა შეძლო ქუთაისის სკოლებში სამსახურის დაწყება.
2009 წელს მანანამ დააფუძნა ჰუმანიტარულ და პედაგოგიკურ მეცნიერებათა განვითარების ფონდი, რომლის ფარგლებშიც გამოდის საერთაშორისო აღიარების სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი "ენა და კულტურა" და ორ წელიწადში ერთხელ იმართება ამავე სახელწოდების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია,
ანდრია და გიორგი ლელაძეები |
ნუგზარ ლელაძე |
ლალი მიქაძე, მერაბ მახათაძე |
ჩემი ოჯახიც
ამ ქალაქის ისტორიას აგრძელებს. მეუღლე- მერაბ მახათაძე სპორტსმენია, შვილები: ანასტასია და ლუკა მახათაძეები ქუთაისის პირველი
სკოლის მოსწავლეები არიან, ორივე ხელოვნებითაა გატაცებული...
. . .
ქუთაისი ჩვენი მშობლიური სახლია, რომელთანაც სისხლხორცეულადაა დაკავშირებული ჩვენი ოჯახის ოთხი თაობის ყველა წარმომადგენლის ცხოვრება, საქმიანობა, სიხარული, ტკივილი, წარმატება..ბედნიერი ვარ, რომ მისი 35-საუკუნოვანი ისტორიის ერთ საუკუნეს მიქაძეების ოჯახიც ქმნიდა...
. . .
ანასტასია მახათაძე |
ლუკა მახათაძე |
...
გთავაზობთ ჟურნალისტ სერგო მაღლაფერიძის საგაზეთო
წერილს, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ „ბაღის კიდეში“ 2005 წელს. წერილი იბეჭდება შემოკლებით.
მეგობრობის ალამდარი
ბევრი ლამაზი
კუთხე და უბანი ამშვენებს ქუთაისს, მაგრამ ჯაჭვის ხიდის შემოგარენს მაინც სხვა, გამორჩეული
ხიბლი აქვს. მთისა და ბარის ამ კოლორიტული შესაყარის ეგზოტიკურ ელფერში თავისი მომხიბლავი
შტრიხი შეაქვს ქალაქის მარადიულ თანამგზავრს, მდინარე რიონს, რომელიც ქუთაისთან მოახლოებისას
საოცრად თვინიერდება და მოწიწების ნიშნად მოლივლივე ტალღებით თავისებურ ენაზე ეალერსება
ბებერ კედლებსა და ამწვანებულ სანაპიროებს...
ძნელია, მეტად
ძნელი, სრულად შეიგრძნო და წარმოიდგინო ეს სილამაზე, თუ იგი საკუთარი თვალით არ გინახავს.
მაგრამ შემიძლია გაბედულად ვთქვა, რომ ამ უბნის მშვენებას, მაინც ადამიანები წარმოადგენენ...
ბედმა მარგუნა,
სოფლიდან ჩამოსულ 14 წლის ბიჭს აქ მეცხოვრა, სწავლისა და სამსახურის ათეულობით წელი
ამ უბანში გამეტარებინა, შევხვედროდი ადამიანებს, აქვე ახლომახლო რომ ცხოვრობდნენ და
თითქმის ყოველდღე უხდებოდათ ჯაჭვის ხიდზე გავლა-გამოვლა...
რა დამავიწყებს
ქალაქის კოლორიტთა ამ სახეებს! გონებაში ცოცხლდებიან:
პეტრე ჭაბუკიანი - კაცი ლეგენდა, ბაგრატის ტაძრისკენ კიბეებზე ჯოხით სვენებ-სვენებით ამავალ-ჩამომავალი.

ვასილ ამაშუკელი
- პირველი ქართველი კინოოპერატორი, მაღალი, ამაყად მომზირალი.
დავით სარჯველაძე
- ქუთათურთა კულტურული ცხოვრების გამშვენიერებისათვის დაუცხრომელი მებრძოლი.
მიხეილ მახათაძე-ნიჭიერი მეცნიერი, სიმართლისა და სისპეტაკის განსახიერება.
მიხეილ ბოკერია-სისპეტაკით ცნობილი პიროვნება.
მიხეილ ალავიძე-ბრწყინვალე მეცნიერი და კალმოსანი, ქუჩაში დაგდებული შაურიანის დანახვისაც რომ ეშინოდა.
ილიკო ლეკიშვილი-ხარისქედა უებრო მკურნალი, შეჭირვებულთა და ავადმყოფთა უანგარო გამკითხავი.
თეიმურაზ ლორთქიფანიძე-ნიჭიერი რეჟისორი, დღეს რატომღაც დავიწყების ჩრდილში მიტოვებული ხელოვანი.
ალექსანდრე გოგებაშვილი-სწავლული აგრონომი, რუსულიდან რამდენიმე რომანის შესანიშნავი მთარგმნელი, კაცი, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ თავგამოდებით ქადაგებდა საქართველოში თხილის გაშენების დიდ სარგებლიანობას.
ამირან ჟვანია-მუდამ შემართული, ქართული სცენის მართლაც აპოლონი.
თუ რატომ დამჭირდა ეს ვრცელი შესავალი, ამას მკითხველი უმალ მიხვდება, როგორც კი ამ ნარკვევის მთავარი პერსონაჟის ვინაობას შეიტყობს. იგი ზემოთ დასახელებულ სახელოვან ქუთათურთა მომდევნო თაობის ღირსეული წარმომადგენელია.
გიორგი მიქაძე გახლავთ ეს კაცი, თუმცა მას ყველანი ბუხუტის ვეძახდით. მთელ ქალაქში და მის ფარგლებს გარეთაც ამ სახელით იცნობდნენ. როცა ადამიანები კაცს შეიყვარებენ, მას მხოლოდ სახელით გაიხსენებენ. ასე მოუვიდა ბუხუტისაც...
სანამ ამ კეთილშობილ, ზნეკეთილ კაცს გავიცნობდი, მანამდე ბევრი რამ გამეგონა მის შესახებ.ჯაჭვის ხიდზეც ბევრჯერ მინახავს გავლილ-გამოვლილი. იქვე, მწვანეში ჩაფლულ ფერდობზე ჩადგმულ სახლში ცხოვრობდა თავისი ლამაზი ოჯახით.
მე ვოცნებობდი მის გაცნობაზე და ეს დღეც დადგა.
ერთხელ კაბინეტში შემოდის ჩემი სკოლის მეგობარი, გაზეთ "ქუთაისის" განყოფილების გამგე დუდე გედენიძე. 70-იანი წლები იყო და მაშინ რედაქტორის მოადგილედ ვმუშაობდი.
-სერგეი, ბუხუტი მიქაძეს იცნობ?-მკითხა და ხელი ჯიბისკენ წაიღო.
-რომელ ბუხუტიზე ლაპარაკობ?-კითხვა შევუბრუნე.
-ბუხუტი ერთია, ბიჭო, ქუთაისში!
-ჯაჭვის ხიდთან რომ ცხოვრობს, იმაზე თუ ლაპარაკობ, როგორ არ ვიცნობ, მაგრამ პირადად არ შევხვედრივარ.
-ჰოდა, მეუღლე ჰყოლია, ნელი დარსაველიძე, მშვენიერ ლექსებს წერს თურმე. ვფიქრობ, შენც მოგეწონება, -თქვა და რამდენიმე ფურცელი მაგიდაზე დამიდო.
-როგორც კი ოპერატიული მასალების კითხვა-სწორებას მოვრჩი, დუდეს დატოვებულ ლექსებს მივუბრუნდი, რამდენჯერმე გულდასმით გადავიკითხე და გულახდილად უნდა ვთქვა-დამწყები ავტორისაგან არ მოველოდი ბავშვის სულიერ სამყაროში ასე ღრმა წვდომას. ჰო, მართლა, დამავიწყდა მეთქვა, რომ საბავშვო ლექსები იყო და რედაქტორს, გივი მეფისაშვილს, მაშინვე შევუტანე.
-ვინ არის ავტორი?-მკითხა რადაქტორმა.
- ნელი დარსაველიძეა, ბუხუტი მიქაძეს თუ იცნობ, მისი მეუღლე!
-ბუხუტის ვინ არ იცნობს, კაცური კაცია,ჩვენი ვასო იობიძისა და სერიოჟა შერვაშიძის განუყრელი ძმაკაცი,-თქვა და ლექსები ჩემი თანდასწრებით გადაიკითხა.. მოწონების ნიშნად თავისებური ღიმილიც არ დაიშურა.
ლექსების დასაბეჭდად თვითონვე მისცა ვიზა და ოპერატიულადაც დაიბეჭდა რუბრიკით "წაუკითხეთ პატარებს".
არ გასულა ხუთიოდე დღე, დუდემ რიხიანად შემოაღო კაბინეტის კარები და მისთვის ჩვეული ღიმილით მომმართა:
-ბიჭო, ასე სულმოუთქმელად რომ დაბეჭდეთ ის ლექსები, ბუხუტი ასევე სულმოუთქმელად გვპატიჟებს ვახშამზე საკუთარ ოჯახში!..
-რედაქტორს გავაცანით ბუხუტის წინადადება და ერთგვარი ჭოჭმანიც დაიწყო, ისე არ გაგვიგონ, მაგისთვის დავბეჭდეო, მაგრამ ბუხუტის ოჯახის სტუმართმოყვარეობის შესახებ დუდემ ისეთი ეპითეტები გადმოაფრქვია, უარის თქმას ვინ გაბედავდა.
ბუხუტისთან დაგვხდნენ მისი მეგობრები: ვასო იობიძე, ჩატუნია ფარადოვი, სერგო შერვაშიძე, ლეო ლორთქიფანიძე, მიშა ჭიჭინაძე, ლეო მაკაროვი,თბილისელი მსახიობი ალექსანდრე კვალიაშვილი, ბევრი სხვა ნაცნობ-უცნობი.
ამ ოჯახში ხშირად სტუმრობდნენ სიტყვის დიდოსტატები: რევაზ ჯაფარიძე და მურმან ლებანიძე, ჟურნალისტები ბაკურ ბახტურიძე და მიხეილ მიქაძე, ექიმები ნიკოლოზ ხეჩინაშვილი და დათო სირბილაძე, კაკო ბურჯანაძე და შოთა სურმავა, შოთა აბესაძე და ძმები ფიჩხაძეები, თეატრალები გოგი აბრამიშვილი და ვახტანგ ქუთათელაძე, ყოფილი მინისტრები კეთილაძე და გიორგი პაატაშვილი, ინჟინრები საშა ოყრეშიძე და ვანო ბრეგაძე, ცნობილი მოღვაწეები აკაკი დვალიშვილი და კაკო კინწურაშვილი, პროფესორი ლევან სანიკიძე, თვით ბუხუტის თანამოსაქმე გეოლოგები-დავით ჩაგელიშვილი, ბიძინა ბაკურაძე, ირაკლი ჯაფარიძე, შალვა ჩილინგარიშვილი...
...ბუხუტი მიქაძე 1921 წერლს დაიბადა ქუთაისში. აქვე მიიღო საშუალო განათლება. პირველ კლასში ვერაფრით მოაშორეს უმცროსი ძმა, ოთარი.ერთად სწავლობდნენ,ერთად დაამთავრეს საშუალო სკოლა, ერთად გაემგზავრნენ ოდესაში განათლების მისაღებად. შესაშურ სიბეჯითეს იჩენდნენ სწავლაში. მათი მიმდევარი იყო მათი და, შემდგომში ინგლისური ენის საუკეთესო სპეციალისტი ეთერ მიქაძე.
გახურებული ომი იყო და ყველა შიმშილობდა. ოჯახის უფროსმა მაინც გამონახა რაღაც თანხა და ის-ის იყო ოდესაში უნდა გაეგზავნა, რომ ფოსტალიონმა წერილი მოიტანა...
ძმები უკვე ფრონტზე იმყოფებოდნენ.ბუხუტი მძიმე დაჭრილი დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს, ოთარი კი სამუდამოდ დარჩა უკრაინის ტრამალებში...
ბუხუტიმ უმაღლესი გეოლოგიური განათლება ოდესის უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო ეკონომისტის სპეციალობას თბილისის უნივერსიტეტში დაეუფლა.
25 წელი მუშაობდა ჩორდის გეოლოგიურ პარტიაში. იყო მთავარი ეკონომისტი, მთავარი ბუღალტერი, ბოლო სამი წელი ქუთაისის ტყავ-ფეხსაცმელების კომბინატში მუშაობდა.
მრავალჭირნახულმა კაცმა ნაადრევად დაგვტოვა და დიდი ტკივილიც დაგვიტოვა, 1983 წელს გარდაიცვალა მოულოდნელად.
ახოვანი ვაჟკაცი იყო. საოცრად შვენოდა ცისფერი თვალები, სახეს ოდნავ მკაცრი ელფერი დაჰკრავდა და პირველივე შეხვედრისას შენში მორიდების გრძნობას აღძრავდა, მაგრამ საკმარისი იყო მისალმებისას ერთი სიტყვა ეთქვა, რომ უმალ დაინახავდით მართალი, საქმიანი, ალალი კაცის თბილ გულს.მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ გაეხარებინა, ესიამოვნებინა სხვა. და თუ ამას შეძლებდა, ამით ხარობდა. სამაგიეროს არასდროს ითხოვდა. ათეულობით წლები მოწყვეტილი იყო ოჯახს და მთებში მოღვაწეობდა. როგორც კი ქალაქში დაბრუნდებოდა, მეგობრებს შეეხმიანებოდა:
-მომენატრეთ, ბიჭებო, გამომიარეთ, ვისაუბროთ!
კარგად ვიცოდით, რას ნიშნავდა მასთან ოჯხში მისვლა და "საუბარი". შემთხვევით როდი ვეძახდით "მეგობრების ალამდარს". მათი თავშეყრის მუდმივი ორგანიზატორის როლს არავის დაუთმობდა.
თვალი გამირბის მხარმარცხნივ მწვანეში ჩაფლული თეთრი შენობისაკენ, რომლის ფანჯრიდან ადრე არაერთხელ დამინახავს ღიმილიანი კაცის სახე. საოცარი გუმანით ბუხუტი შორიდანვე მცნობდა და ხელისაწევით მომესალმებოდა, მერე ცერა თითით შიგნით მიმანიშნებდა...
ახლა, როცა აქ გავივლი, მზერას კვლავ მივაპყრობ ნაცნობ აივანს. გულში ტკივილი გამკრავს, რომ იქ აღარ ჩანს საყვარელი მეგობრის ნანატრი სახე. მაგრამ საკმარისია, ოდნავ შეყოვნდე, რომ ფანჯარა გაიღოს და იქიდან ცისკარივით ანთებულმა სახეებმა გადმოანათოს. ონავართა მხიარული ჟრიამული, მათი წკრიალა ხმები საამოდ ეფინება ირგვლივ გარემოს, საოცარი ჰარმონიით შეერთვის რიონის მოდუდუნე ტალღებს.
ესენი ბუხუტის შვილიშვილები არიან!
შვილიშვილი კი არის- ჩვენ რომ არ ვიქნებით და მაინც ვიქნებით!
სერგო მაღლაფერიძე, 2005 წ.
მიხეილ მახათაძე-ნიჭიერი მეცნიერი, სიმართლისა და სისპეტაკის განსახიერება.
მიხეილ ბოკერია-სისპეტაკით ცნობილი პიროვნება.
მიხეილ ალავიძე-ბრწყინვალე მეცნიერი და კალმოსანი, ქუჩაში დაგდებული შაურიანის დანახვისაც რომ ეშინოდა.
ილიკო ლეკიშვილი-ხარისქედა უებრო მკურნალი, შეჭირვებულთა და ავადმყოფთა უანგარო გამკითხავი.
თეიმურაზ ლორთქიფანიძე-ნიჭიერი რეჟისორი, დღეს რატომღაც დავიწყების ჩრდილში მიტოვებული ხელოვანი.
ალექსანდრე გოგებაშვილი-სწავლული აგრონომი, რუსულიდან რამდენიმე რომანის შესანიშნავი მთარგმნელი, კაცი, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ თავგამოდებით ქადაგებდა საქართველოში თხილის გაშენების დიდ სარგებლიანობას.
ამირან ჟვანია-მუდამ შემართული, ქართული სცენის მართლაც აპოლონი.
თუ რატომ დამჭირდა ეს ვრცელი შესავალი, ამას მკითხველი უმალ მიხვდება, როგორც კი ამ ნარკვევის მთავარი პერსონაჟის ვინაობას შეიტყობს. იგი ზემოთ დასახელებულ სახელოვან ქუთათურთა მომდევნო თაობის ღირსეული წარმომადგენელია.
გიორგი მიქაძე (პირველ რიგში ზის მარჯვნიდან პირველი) მეგობრებთან ერთად |
სანამ ამ კეთილშობილ, ზნეკეთილ კაცს გავიცნობდი, მანამდე ბევრი რამ გამეგონა მის შესახებ.ჯაჭვის ხიდზეც ბევრჯერ მინახავს გავლილ-გამოვლილი. იქვე, მწვანეში ჩაფლულ ფერდობზე ჩადგმულ სახლში ცხოვრობდა თავისი ლამაზი ოჯახით.
მე ვოცნებობდი მის გაცნობაზე და ეს დღეც დადგა.
ერთხელ კაბინეტში შემოდის ჩემი სკოლის მეგობარი, გაზეთ "ქუთაისის" განყოფილების გამგე დუდე გედენიძე. 70-იანი წლები იყო და მაშინ რედაქტორის მოადგილედ ვმუშაობდი.
-სერგეი, ბუხუტი მიქაძეს იცნობ?-მკითხა და ხელი ჯიბისკენ წაიღო.
-რომელ ბუხუტიზე ლაპარაკობ?-კითხვა შევუბრუნე.
-ბუხუტი ერთია, ბიჭო, ქუთაისში!
-ჯაჭვის ხიდთან რომ ცხოვრობს, იმაზე თუ ლაპარაკობ, როგორ არ ვიცნობ, მაგრამ პირადად არ შევხვედრივარ.
-ჰოდა, მეუღლე ჰყოლია, ნელი დარსაველიძე, მშვენიერ ლექსებს წერს თურმე. ვფიქრობ, შენც მოგეწონება, -თქვა და რამდენიმე ფურცელი მაგიდაზე დამიდო.
-როგორც კი ოპერატიული მასალების კითხვა-სწორებას მოვრჩი, დუდეს დატოვებულ ლექსებს მივუბრუნდი, რამდენჯერმე გულდასმით გადავიკითხე და გულახდილად უნდა ვთქვა-დამწყები ავტორისაგან არ მოველოდი ბავშვის სულიერ სამყაროში ასე ღრმა წვდომას. ჰო, მართლა, დამავიწყდა მეთქვა, რომ საბავშვო ლექსები იყო და რედაქტორს, გივი მეფისაშვილს, მაშინვე შევუტანე.
-ვინ არის ავტორი?-მკითხა რადაქტორმა.
- ნელი დარსაველიძეა, ბუხუტი მიქაძეს თუ იცნობ, მისი მეუღლე!
-ბუხუტის ვინ არ იცნობს, კაცური კაცია,ჩვენი ვასო იობიძისა და სერიოჟა შერვაშიძის განუყრელი ძმაკაცი,-თქვა და ლექსები ჩემი თანდასწრებით გადაიკითხა.. მოწონების ნიშნად თავისებური ღიმილიც არ დაიშურა.
ლექსების დასაბეჭდად თვითონვე მისცა ვიზა და ოპერატიულადაც დაიბეჭდა რუბრიკით "წაუკითხეთ პატარებს".
არ გასულა ხუთიოდე დღე, დუდემ რიხიანად შემოაღო კაბინეტის კარები და მისთვის ჩვეული ღიმილით მომმართა:
-ბიჭო, ასე სულმოუთქმელად რომ დაბეჭდეთ ის ლექსები, ბუხუტი ასევე სულმოუთქმელად გვპატიჟებს ვახშამზე საკუთარ ოჯახში!..
-რედაქტორს გავაცანით ბუხუტის წინადადება და ერთგვარი ჭოჭმანიც დაიწყო, ისე არ გაგვიგონ, მაგისთვის დავბეჭდეო, მაგრამ ბუხუტის ოჯახის სტუმართმოყვარეობის შესახებ დუდემ ისეთი ეპითეტები გადმოაფრქვია, უარის თქმას ვინ გაბედავდა.
ბუხუტისთან დაგვხდნენ მისი მეგობრები: ვასო იობიძე, ჩატუნია ფარადოვი, სერგო შერვაშიძე, ლეო ლორთქიფანიძე, მიშა ჭიჭინაძე, ლეო მაკაროვი,თბილისელი მსახიობი ალექსანდრე კვალიაშვილი, ბევრი სხვა ნაცნობ-უცნობი.
ამ ოჯახში ხშირად სტუმრობდნენ სიტყვის დიდოსტატები: რევაზ ჯაფარიძე და მურმან ლებანიძე, ჟურნალისტები ბაკურ ბახტურიძე და მიხეილ მიქაძე, ექიმები ნიკოლოზ ხეჩინაშვილი და დათო სირბილაძე, კაკო ბურჯანაძე და შოთა სურმავა, შოთა აბესაძე და ძმები ფიჩხაძეები, თეატრალები გოგი აბრამიშვილი და ვახტანგ ქუთათელაძე, ყოფილი მინისტრები კეთილაძე და გიორგი პაატაშვილი, ინჟინრები საშა ოყრეშიძე და ვანო ბრეგაძე, ცნობილი მოღვაწეები აკაკი დვალიშვილი და კაკო კინწურაშვილი, პროფესორი ლევან სანიკიძე, თვით ბუხუტის თანამოსაქმე გეოლოგები-დავით ჩაგელიშვილი, ბიძინა ბაკურაძე, ირაკლი ჯაფარიძე, შალვა ჩილინგარიშვილი...
ოთარ მიქაძე (დგას მარჯვნიდან მესამე), გიორგი მიქაძე (დგას მარჯვნიდან პირველი) ოდესაში სტუდენტობისას |
გახურებული ომი იყო და ყველა შიმშილობდა. ოჯახის უფროსმა მაინც გამონახა რაღაც თანხა და ის-ის იყო ოდესაში უნდა გაეგზავნა, რომ ფოსტალიონმა წერილი მოიტანა...
ძმები უკვე ფრონტზე იმყოფებოდნენ.ბუხუტი მძიმე დაჭრილი დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს, ოთარი კი სამუდამოდ დარჩა უკრაინის ტრამალებში...
ბუხუტიმ უმაღლესი გეოლოგიური განათლება ოდესის უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო ეკონომისტის სპეციალობას თბილისის უნივერსიტეტში დაეუფლა.
25 წელი მუშაობდა ჩორდის გეოლოგიურ პარტიაში. იყო მთავარი ეკონომისტი, მთავარი ბუღალტერი, ბოლო სამი წელი ქუთაისის ტყავ-ფეხსაცმელების კომბინატში მუშაობდა.
მრავალჭირნახულმა კაცმა ნაადრევად დაგვტოვა და დიდი ტკივილიც დაგვიტოვა, 1983 წელს გარდაიცვალა მოულოდნელად.
ახოვანი ვაჟკაცი იყო. საოცრად შვენოდა ცისფერი თვალები, სახეს ოდნავ მკაცრი ელფერი დაჰკრავდა და პირველივე შეხვედრისას შენში მორიდების გრძნობას აღძრავდა, მაგრამ საკმარისი იყო მისალმებისას ერთი სიტყვა ეთქვა, რომ უმალ დაინახავდით მართალი, საქმიანი, ალალი კაცის თბილ გულს.მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ გაეხარებინა, ესიამოვნებინა სხვა. და თუ ამას შეძლებდა, ამით ხარობდა. სამაგიეროს არასდროს ითხოვდა. ათეულობით წლები მოწყვეტილი იყო ოჯახს და მთებში მოღვაწეობდა. როგორც კი ქალაქში დაბრუნდებოდა, მეგობრებს შეეხმიანებოდა:
-მომენატრეთ, ბიჭებო, გამომიარეთ, ვისაუბროთ!
კარგად ვიცოდით, რას ნიშნავდა მასთან ოჯხში მისვლა და "საუბარი". შემთხვევით როდი ვეძახდით "მეგობრების ალამდარს". მათი თავშეყრის მუდმივი ორგანიზატორის როლს არავის დაუთმობდა.
თვალი გამირბის მხარმარცხნივ მწვანეში ჩაფლული თეთრი შენობისაკენ, რომლის ფანჯრიდან ადრე არაერთხელ დამინახავს ღიმილიანი კაცის სახე. საოცარი გუმანით ბუხუტი შორიდანვე მცნობდა და ხელისაწევით მომესალმებოდა, მერე ცერა თითით შიგნით მიმანიშნებდა...
ახლა, როცა აქ გავივლი, მზერას კვლავ მივაპყრობ ნაცნობ აივანს. გულში ტკივილი გამკრავს, რომ იქ აღარ ჩანს საყვარელი მეგობრის ნანატრი სახე. მაგრამ საკმარისია, ოდნავ შეყოვნდე, რომ ფანჯარა გაიღოს და იქიდან ცისკარივით ანთებულმა სახეებმა გადმოანათოს. ონავართა მხიარული ჟრიამული, მათი წკრიალა ხმები საამოდ ეფინება ირგვლივ გარემოს, საოცარი ჰარმონიით შეერთვის რიონის მოდუდუნე ტალღებს.
ესენი ბუხუტის შვილიშვილები არიან!
შვილიშვილი კი არის- ჩვენ რომ არ ვიქნებით და მაინც ვიქნებით!
სერგო მაღლაფერიძე, 2005 წ.
გიორგი მიქაძე (დგას მაცხნიდან მეოთხე) მეგობრებთან ერთად. |
No comments:
Post a Comment