ინტერვიუ პედაგოგ
რუსუდან აბაშიძესთან
-ქალბატონო რუსუდან,
თქვენ აბაშიძეების ოჯახს წარმოადგენთ. გვიამბეთ თქვენი წინაპრების შესახებ, ვინ იყვნენ
ისინი, რას საქმიანობდნენ და როდიდან ცხოვრობს თქვენი ოჯახი ქუთაისში?
აგაბო აბაშიძე |
ზინა ალავიძე |
ტიტე აბაშიძე |
ბებიას - ზინა ალავიძეს დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის რეალური სასწავლებელი. მას ჰყავდა 4 შვილი, 2 მცირეწლოვანი დაეღუპა. ცოლ-ქმარმა აღზარდა ორი ვაჟი: ტიტე და შოთა აბაშიძეები. უფროსი ვაჟი - ტიტე, სამწუხაროდ, უცოლშვილო იყო. იგი 1942 წელს ირანში დაიღუპა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას - სამხედრო მფრინავი გახლდათ.
შოთა აბაშიძე |
კლავდია კობეშავიძე- აბაშიძისა |
ჩემი ძმა, ნუგზარ აბაშიძე, დაიბადა 1950 წელს ქალაქ ქუთაისში. 1967 წელს წარმატებით დაასრულა ქ. ქუთაისის ვ. მაიაკოვსკის სახელობის I საშუალო სკოლა და ჩაირიცხა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტზე. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო სამმართველოში ხელმძღვანელის თანამდებობაზე და რიგით მშენებელ ინჟინრად. იგი ამჟამადაც განაგრძობს მუშაობას. ჰყავს მეუღლე და 2 ქალიშვილი.
ზინაიდა ალავიძე , კლავდია კობეშავიძე და შოთა აბაშიძე ბავშვებთან ნუგზარ და რუსუდან აბაშიძეებთან |
რუსუდან აბაშიძე ძმისშვილებთან - ნინოსა და სოფიოსთან ერთად |
ქუთაისში ცხოვრობენ
ჩემი შვილებიც: გიორგი ფორჩხიძე, პროფესიით ინფორმატიკის სპეციალისტი, თავისი ოჯახით
- მეუღლითა და ორი ქალიშვილით. ჩემი ქალიშვილი - თამარ ფორჩხიძე, გერმანული ენის სპეციალისტია.
ისიც თავისი ქმარ-შვილით ჩვენი ოჯახის ქუთაისურ ტრადიციას აგრძელებს.
რაც შეეხება
ჩემს უმცროს ძმისშვილს, სოფიო აბაშიძეს, იგი ჩვენი სკოლის საუკეთესო კურსდამთავრებულთა
შორისაა. რამდენიმე წელი ცხოვრობდა აშშ-ში. სწავლა დაასრულა თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში, ამჟამად მეუღლესთან,
ინგლისელ სატი ხანგურასთან, ერთად ცხოვრობს და მოღვაწეობს ლონდონში, „Ernst and Iang” აუდიტორულ
კომპანიაში ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელად.
-რას ნიშნავს თქვენთვის
ქუთაისი და სტატუსი ქუთაისელობა?
-ჩემთვის ქუთაისი მთელი ცხოვრების ქალაქი და სიცოცხლის
საზრისია. იყო ქუთაისელი, ეს, ჩემი აზრით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სიამაყეცაა
და დიდი ბედნიერებაც.
შოთა აბაშიძე და კლავდია კობეშავიძე შვილებთან |
ჯოხია
ReplyDelete