ინოზემცევების ოჯახი



         ვესაუბრებით ქუთაისის მკვიდრს, ბატონ ვარლამ ინოზემცევს

-ბატონო ვარლამ!
ვიცით,რომ თქვენი ოჯახი ერთ-ერთი ძირძველი ქუთაისური ოჯახია.თუ შეგიძლიათ, გვიამბეთ თქვები გვარისა და წინაპრების შესახებ,ვინ იყო პირველი ინოზემცევი, რომელიც ქუთაისში დასახლდა?
_წინა საუკუნეებში რუსეთში გადაასახლეს ქართველები, ესპანელები,გერმანელები და პოლონელები. ზოგი სამუშაოდ წავიდა.რუსმა ქართველს დაუძახა:инoземлец__სხვა მიწის შვილი და დარჩა გვარი ინოზემცევი.
პირველი ინოზემცევი დაახლოებით 300 წლის წინ წამოვიდა და დასახლდა ქუთაისში,ეს იყო პეტრე ინოზემცევი,ჩემი დიდი ბაბუა. უშუალოდ ჩემი ბაბუა იყო დავით ინოზემცევი, რუსული ენის პედაგოგი, ბებიაც რუსულის პედაგოგი იყო.



დავით ინოზემცევი

                             
ნიკოლოზ ინოზემცევი
(უფროსი)
მამაჩემი, ნილოლოზ( კოლია) ინოზემცევი, პროფესიით იურისტი გახლდათ, იუსტიციის უფროსი მრჩეველი. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ახალციხის პროკურორი, შემდეგ ბაღდათისა და წყალტუბოს პროკურორის თანამდებობაზე იმუშავა. სხვათაშორის, იგი წყალტობოს პროკურორი იყო საკმაოდ ხანგრძლივი დროის-18 წლის მანძილზე. დედაჩემი, თინა ჩოგოვაძე, დიასახლისი გახლდათ და გვზრდიდა მე და ჩემს და-ძმას, მარინესა და დავითს. ჩემი ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ქუთაისის უძველეს ცაცხვების უბანში, ყაზბეგის ქუჩის 55 ნომერში.
-მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ.
ნიკოლოზ ინოზემცევი
(უმცროსი)
-მყავს ორი შვილი :ვაჟი, ნიკოლოზ ინოზემცევი,  პოლიციის პოლკოვნიკია,ქალიშვილი- მაკა, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია და  თბილისში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. მყავს ორი შვილიშვილი,ნიკოლოზი და ალექსანდრე,   რომლებიც თბილისში ივ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სწავლობენ. ნიკოლოზი  მომავალი ეკონომისტია, ალექსანდრე კი ,ოჯახური ტრადიციის მიხედვით, იურისტის პროფესიას აგრძელებს. 
-მოგვიყევით თქვენი მეუღლის შესახებ.
-მე და ჩემმა მეუღლემ,ნათელა ძოძუაშვილმა ,  ერთად დავასრულეთ უნივერსიტეტი, ინჟინრის სპეციალობით.მე  ათწლეულების განმავლობაში ვმუშაობდი "საქსტანდარტში" მძიმე მრეწველობის განხრით. ჩემი მეუღლე ,სამწუხაროდ, 1990წ.
მოულოდნელად ცუდად  შეიქნა და გარდაიცვალა.
-გვიამბეთ თქვენი სამეგობროს შესახებ.
-ძალიან კარგი მეგობრები მყავდა,ქუთაისის კოლორიტული ფიგურები: ჯუბულო ხაზარაძე, სოსო ხარაბაძე, გოგი მაჭავარიანი, ავთო დვალიშვილი...მაგრამ ახლა  მეგობრებიც ცოტა დარჩნენ. ადრე სახლიდან რომ გავიდოდი, გამარჯობის თქმით ვიღლებოდი,ახლა კი აღარავინ მხვდება..
-რას ნიშნავს თქვენთვის ქუთაისელობა?
ქუთაისელობა სასახელო საქმეა.მიხარია ,რომ ქუთაისელი ვარ,ძალიან მიყვარს ის.რიონის პირას ვარ გაზრდილი, ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ქალაქი ჩემთვის.

No comments:

Post a Comment

                                                  ო ჯ ა ხ ი   ყველა სახელმწიფოს ძლიერების, ზნეობრივი სრულფასოვნებისა და წარმატების საფუძ...