გვესაუბრება კახიანების ოჯახის შთამომავალი, პედაგოგი მადონა კახიანი
ქალბატონი მადონა კახიანი თხრობას მისი ბაბუის ამბით იწყებს: მამის მამა, ვლადიმერ კახიანი, მე-19 საუკუნის მიწურულს გადმოვიდა სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერიდან. მისი დედა, ქეთევან ქუთათელაძე, ადრეულ ასაკში დაქვრივდა და სიკვდილამდე ჩიხტიკოპს ატარებდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, შვილს დაეხმარა უმაღლესი განათლების მიღებაში. ვლადიმერი სწავლობდა პეტერბურგის, ბაქოსა და დრეზდენის უნივერსიტეტებში. ის პროფესიით ბიოქიმიკოსი და ფარმაცევტი გახლდათ. ასევე იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და წარმომადგენელი იმერეთიდან. ქალბატონი მადონა შემდეგ იხსენებს ელისაბედ (ლიზიკო) ელიაძეს, ვლადიმერის მეუღლეს: იგი იყო ტიპიური გურული ქალი, ენაკვიმატობითა და დიდსულოვნებით სახელგანთქმული. უკვე ამ დროს, კახიანების მორწმუნე და ქველმოქმედი ოჯახი თეთრ ხიდთან, რიონისპირა სახლში, ცხოვრობდა, სადაც, ლიზიკოს წყალობით, თავისუფალი საძინებლები სავსე იყო გაჭირვებული ხალხით, მომაკვდავი და უსახლკარო მოხუცებით. დიასახლისს საყვედურობდნენ ხოლმე, ეს უცხო ხალხი სახლში ნუ მოგყავსო, მაგრამ ამ დროს გურული ენამოსწრებულობა იჩენდა თავს და ლიზიკოც პასუხობდა, ვითომ თქვენ მათზე უკეთესები მყავდეთო. ქალბატონი მადონა ღიმილით აღნიშნავს, რომ ბებია მას სესილია თაყაიშვილს აგონებდა. ელისაბედი მე-8 აფთიაქში,ბაზრის უკან, მუშაობდა პროვიზორად.
კახიანები მეგობრობდნენ ისეთ ცნობილ ოჯახებთან, როგორებიც იყვნენ : ნაზარიშვილები, კოკოჩაშვილები,
ლაღიძეები (მათ შორის, მიტრიფონე ლაღიძე) და ა.შ. ეს ხელგაშლილი ოჯახი ხშირად მასპინძლობდა
თოჯინების თეატრისა და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობთა დასს ( ცნობილი მსახიობი სანდრო ჟორჟოლიანი ბებიაჩემის დეიდაშვილი გახლდათ, ამიტომ ეს თეატრი ქუთაისში გასტროლების დროს ჩვენს ოჯახს სტუმრობდა), ისევ და ისევ თეთრი
ხიდის სახლში. ქალბატონი მადონა იხსენებს, რომ ის და მისი თანატოლი ბავშვები გაფაციცებით
ელოდნენ ხოლმე ცნობილი მსახიობების გამოჩენას.
მამა: რევაზ კახიანი იყო სამთო ინჟინერი და ქალაქ წყალტუბოს აღმასკომის თავმჯდომარე.
მუდამ ქუდში, რეზინის ჩექმებსა და დათბილულ ქურთუკში გამოწყობილი, დიდ ქველმოქმედებას ეწეოდა.
შაბათ-კვირას ბაზრიდან ხშირად მოჰქონდა ხოლმე სურსათი მის ირგვლივ მყოფი ხელმოკლე ადამიანებისათვის, განსაკუთრებით, თეთრი ხიდის სახლში მცხოვრები ომის შემდეგ
დაქვრივებული ან გაუთხოვარი ქალბატონებისათვის. ქალბატონი მადონა აღნიშნავს, რომ წინაპრების
მიერ გაკეთებული სიკეთე არ იკარგება, მისდა გასაოცრად, დროთა განმავლობაში მეტს იგებს მათი კეთილი საქმეების შესახებ. მამას პირველი საშუალო სკოლა აქვს
დამთავრებული და იყო თქვენი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ლალი მიქაძის, მამიდის თანაკლასელი.
ვლადიმერ კახიანი ლიზიკო ელიაძე
|
ეთერ კახიანი რეზო კახიანი
/ |
ნუგეშა და ნუგზარ იოსელიანები
| |
მაია ჯიქია ლაშა და გიორგი იოსელიანები
|
ანასტასია (დღესაც პირველსკოლელი)
მადონა კახიანი შვილიშვილთან |
ქალბატონი მადონა კახიანი თხრობას მისი ბაბუის ამბით იწყებს: მამის მამა, ვლადიმერ კახიანი, მე-19 საუკუნის მიწურულს გადმოვიდა სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერიდან. მისი დედა, ქეთევან ქუთათელაძე, ადრეულ ასაკში დაქვრივდა და სიკვდილამდე ჩიხტიკოპს ატარებდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, შვილს დაეხმარა უმაღლესი განათლების მიღებაში. ვლადიმერი სწავლობდა პეტერბურგის, ბაქოსა და დრეზდენის უნივერსიტეტებში. ის პროფესიით ბიოქიმიკოსი და ფარმაცევტი გახლდათ. ასევე იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და წარმომადგენელი იმერეთიდან. ქალბატონი მადონა შემდეგ იხსენებს ელისაბედ (ლიზიკო) ელიაძეს, ვლადიმერის მეუღლეს: იგი იყო ტიპიური გურული ქალი, ენაკვიმატობითა და დიდსულოვნებით სახელგანთქმული. უკვე ამ დროს, კახიანების მორწმუნე და ქველმოქმედი ოჯახი თეთრ ხიდთან, რიონისპირა სახლში, ცხოვრობდა, სადაც, ლიზიკოს წყალობით, თავისუფალი საძინებლები სავსე იყო გაჭირვებული ხალხით, მომაკვდავი და უსახლკარო მოხუცებით. დიასახლისს საყვედურობდნენ ხოლმე, ეს უცხო ხალხი სახლში ნუ მოგყავსო, მაგრამ ამ დროს გურული ენამოსწრებულობა იჩენდა თავს და ლიზიკოც პასუხობდა, ვითომ თქვენ მათზე უკეთესები მყავდეთო. ქალბატონი მადონა ღიმილით აღნიშნავს, რომ ბებია მას სესილია თაყაიშვილს აგონებდა. ელისაბედი მე-8 აფთიაქში,ბაზრის უკან, მუშაობდა პროვიზორად.
ვლადიმერ კახიანი |
გულიკო და რევაზ კახიანები |
ეთერ კახიანი მამასთან - ვლადიმერ კახიანთან ერთად |
ვლადიმერ კახიანი ლიზიკო ელიაძე
|
ეთერ კახიანი რეზო კახიანი
/ |
ნუგეშა და ნუგზარ იოსელიანები
| |
მაია ჯიქია ლაშა და გიორგი იოსელიანები
|
ანასტასია (დღესაც პირველსკოლელი)
რეზო კახიანი___ გულიკო ჩაჩანიძე
|
მადონა ვლადიმერი ეთერი
| | |
ქეთევან და ნინო ჭოლაძეები რეზიკო, ლევანი, ლიზი ანა, ილია მარგველაშვილები
| | კახიანები
ნინი და თომა
ხუჯაძეები მარიამ და ბარბარე ხუბუკელაშვილები
|
ანდრია საჯაია
შენიშვნა: რეზიკო კახიანი ტრაგიკულად დაიღუპა 2001 წ.
მადონა კახიანი, რევაზის უფროსი ქალიშვილი, ინგლისური ენის პედაგოგია, მუშაობს მე-19 საჯარო სკოლაში.
ეთერ კახიანი,რევაზის უმცროსი ქალიშვილი, სისხლხორცეულად პირველსკოლელია, დაამთავრა ეს სასწავლებელი და ამჟამადაც აქ მოღვაწეობს გერმანული ენის მასწავლებლად.
ქეთევან და ნინო ჭოლაძეები |
რევაზის ვაჟი, ვლადიმერ(ლაკუნი) კახიანი, პროფესიით ინჟინერიa.
მამა ილია დედასთან - ეთერ კახიანთან ერთად |
ქეთევან ჭოლაძე, პირველი სკოლის აღზრდილი, ამავე სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი და პროექტ"სკოლები- მომავლის პარტნიორები"(გოეთეს ინსტიტუტი) კოორდინატორია.
ნინო ჭოლაძე, ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი, ისიც პირველსკოლელი.
მამა ილია და ანა მარგველაშვილები |
ანა მარგველაშვილი, პროფესიით დიზაინერი,ამჟამად ჯიხეთის დედათა მონასტრის მორჩილია.
ბაბუიდან (ვლადიმერიდან) თომა ხუჯაძემდე, ყველა პირველსკოლელი იყო და არის, გარდა ქალბატონი მადონასა და მისი ძმისა, რომლებიც მე-3 სკოლაში სწავლობდნენ, 13 პირველსკოლელია.
ამავე სკოლაში სწავლობენ კახიანთა უმცროსი თაობის წარმომადგენლები.
- რას ნიშნავს თქვენთვის ქუთაისი და ქუთაისელობა?
- ჩვეულებრივ, დედის სიყვარულს ვერ ვგრძნობდი, მაგრამ თუ სახლში არ იყო, მენატრებოდა. იმავეს თქმა შემიძლია შვილებზე. რომ ამბობენ ,,ჩემი ქუთაისი’’, ,,ჩემი თეთრი ხიდი“... არ დაგიმალავთ და არ მომწონს, ვეჭვიანობ, რადგან ამის მთქმელს იმდენი რამ არ აკავშირებს ქუთაისთან და თეთრ ხიდთან, რამდენიც მე. ქუთაისი ჩემთვის არის ეჭვიანობაში გადასული სიყვარული. ვეჭვიანობ სწორედ მაშინ, როდესაც მის სიყვარულში მეცილებიან და ძალიან ვბრაზობ მაშინ, როდესაც ქუთაისს მხოლოდ ჩაცუცუქულ ბიჭებსა და დამახინჯებულ საუბარს უკავშირებენ...
გთავაზობთ მამა ილია მარგველაშვილის მოგონებებს თავის წინაპრებზე:
დიდ ბებია-ლიზიკო ელიაძესა და ბაბუა-რევაზ კახიანზე
ლ ი ზ ი კ ო
როგორც ყველა პატარა ბავშვის ფიქრი, აზრი, გული, ჩემიც, სანამ გავიზრდებოდი, უფრო სუფთა და ალალი იყო. რაც დრო გადის, გამოცდილებასთან და გამჭრიახობასთან ერთად მეტი უნდობლობა შევიძინე და ,შესაბამისად, ბავშვური მიამიტობა დავკარგე. არ ვიცი, ვტიროდე თუ მიხაროდეს. ის კი მახსოვს, როგორ ვტიროდი, როცა შევიტყვე, არც თუ ისე პატარამ, რომ ლიზიკო ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილა. მე და ჩემს მეგობრებს სათამაშო, გასართობი, კანფეტი, შოკოლადი, ლიმონათი და კიდევ ბევრი სხვა რამ მსგავსი გვეგონა, ყველა თამაშის „დამატებითი ინვენტარი,“ სახელად „ლიზიკო“, მეტი კომფორტისათვის. მაგალითად, მხოლოდ სკოლის ასაკში შევიტყვე, როცა თანაკლასელს ვესტუმრე უბანში, რომ „კუკუდამალობანას“ თამაშის წინ აუცილებელია გათვლა, თუ ვინ დაიხუჭება და ვინ დაიმალება. ლიზიკო სულ იხუჭებოდა.. „ძაღლობანას“ თამაშის დროს სულ ძაღლი იყო, “მგელობანას“ თამაშის დროს მგელი. „არჩევანი ვარ,დაგასწარი!“_როცა მითხრა თანაკლასელმა, დავიბენი. ჩვენთან ხომ „არადანი“ ყოველთვის ლიზიკო იყო. მის ოთახში შესვლა და ტკბილეულობით სავსე მაგიდასთან მისვლა ყველას შეგვეძლო. ეს ისეთი ჯადოსნური სახით იყო მოწყობილი, რომ მადლობის თქმა არასოდეს გვიფიქრია რომელიმეს. ერთხელ სოფელში, ძალიან გაწბილებული დავრჩი, როდესაც ბლის ხეს მივადექი და იქიდან ლიზიკომ ბალი არ ჩამომიყარა. უბრალოდ, ლიზიკო იმ დროს ქალაქში იყო, რასაც ახლა ვხვდები. შეძლებისდაგვარად აგიხსენით, რატომ გამაოცა ინფორმაციამ ლიზიკოს არამისტიკურობის შესახებ.
სტუმრები მოვიდნენ. წერა დროებით შევწყვიტე. გაცილებისთანავე უკან დავბრუნდი და ზემოთ დაწერილი ტექსტი რამდენიმეჯერ გადავიკითხე წერის გაგრძელებამდე. კითხვის დროს ეჭვი გამიჩნდა, ჩემი უნიჭო ახსნის გამო ლიზიკო ვინმეს ჩემი თანატოლი არ ეგონოს-მეთქი.. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად განვმარტავ: მაშინ, როცა ჩვენთან, ოთხი -ხუთი წლის ბავშვებთან, ერთად დახტოდა, ოთხმოც წელს გადაშორებული იყო. ეს მეც ახლახან შევიტყვე. მიუხედავად ასაკისა,ძალიან ენერგიული გახლდათ. გაგანია კომუნიზმის დროს, ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე- ლიზიკო ფეხშიშველიველა რატომ დადის-მეთქი, დაპირებული პასუხი დედისგან ოცდამეერთე საუკუნეში მივიღე. საეკლესიო დღესასწაულებზე სხვადასხვა სოფელში ლიზიკო თურმე ფეხშიშველა დადიოდა მოსალოცად. დღესაც სიხარულს და ამავდროულად ცრემლს მგვრის მისი გახსენება. ლიზიკო ერთ-ერთი ყველაზე ნათელი, ბრწყინვალე მონაკვეთია ჩემი ბავშვობის მოგონებებიდან...
რაც დრო გადიოდა, ლიზიკოს „ადამიანობას“ სულ უფრო და უფრო ვიჯერებდი. შესაბამისად, სულ უფრო მეტად მადლიერი ვიყავი მისი და მინდებოდა, მის შესახებ უფრო მეტი გამეგო. რამდენიმე წელი ველოდე ხელსაყრელ მომენტს მშობლიურ ქალაქში ჩასასვლელად, რათა ლიზიკოს უბანში მივსულიყავი, სადაც მე ბავშვობის ნაწილი გავატარე, და მის შესახებ ინფორმაცია კარდაკარ მომეგროვებინა. როგორც ყველა ქართველს, მეც დიდი ხნით გადამედო ჩანაფიქრის განხორციელება, მაგრამ ერთ დღეს საკუთარ თავზე გავბრაზდი, ძალიან გავბრაზდი და ქუთაისისკენ გავემართე. გზაში როცა ცოტათი დავმშვიდდი, მივხვდი, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაზე არახელსაყრელი მომენტი შემირჩევია. ჩემს თავს კიდევ უფრო გავუბრაზდი, მაგრამ მერე გავიფიქრე - „ნუთუ ლიზიკო ჩემგან ამას არ იმსახურებს- მეთქი?..“ შემრცხვა... კიდევ უფრო გავბრაზდი და ასე აღელვებული შევაბიჯე თეთრ ხიდზე, საიდანაც ლიზიკოს აივანი მოჩანდა. უცებ მოვეშვი. ყველაფერმა გამიარა: გაბრაზებამ, სირცხვილმა, ტკივილმა... რიონის ხმაურმა თითქოს მთელი ბავშვობა დამიბრუნა. ხიდის თეთრ, რკინის მოაჯირს დავეყრდენი და უჩვეულოდ დამშვიდებულ მდინარეს რამდენიმე წვეთი მარილიანი სითხე შევმმატე. გონზე როცა მოვედი, დაბნელებული იყო. მეზობლებს ჩამოვუარე, ლიზიკოს შესახებ ინფორმაციას ჯიბის წიგნაკში ვინიშნავდი სწრაფ-სწრაფად. თავიდან გეგმაში მქონდა, მათი მონათხრობი პირდაპირ დამეწერა, მაგრამ ძალიან სასაცილო გამოვიდა. მაგალითად, ერთი ქალბატონი, რომელიც ლიზიკოსა და მისი დედამთილის შესახებ მიყვებოდა, უცებ შეწყვეტდა თხრობას და მკითხავდა: „დედა ხოა ჯანმრთელად? მუშაობს?..“ და ა. შ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე,მათ მონათხრობზე დაყრდნობით, ლიზიკოს ცხოვრების რამდენიმე ამბავი ჩემეულად მეამბნა... რამდენიმე ამბავი, რომლებმაც, ბავშვობის მოგონებებზე პასუხის მიღების ნაცვლად, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გამიჩინა და გამაოცა.

* * *
... -ჩემი ოჯახი ყოველთვის თავაწეული დადიოდა ამ ქალაქში. ცხონებული დედაჩემი მეუბნებოდა: “რძალი ან დაგაქცევს ან აგაშენებსო“. აშენებას არ გთხოვ, თავაწეული მატარე, მეტი არაფერი მინდა!-ასე მიმართა ახლადშეძენილ რძალს, ანუ ლიზიკოს, კნეინა ქეთევანმა.
–მე რომ თავდახრილმა ვიარო, თუ შეიძლება?-ჰკითხა ლიზიკომ.
–რა გჭირს, შვილო, შენ თავდასახრელი ამოდენა სახლ-კარის პატრონს? შვილია და, ისეთი განათლება მივაღებინე, მთავარ პროვიზორად დანიშნეს, ენაცვალოს დედა! ქმარია და ქალაქს აზანზარებს. მითხარი, შენი ქმრის გარდა, ვის უსწავლია გერმანიაში ან პეტერბურგში? სიმდიდრე გვაკლია თუ სახელი?
–სიმდიდრე?.. ეს სიამაყე უფროა. ნამდვილი სიმდიდრე თავდახრილი სიარულია...
–ამ ღლაპს უყურე! მოდი ერთი აქ, რა განახო, მეშინია, გული არ გაგისკდეს!-ირონიულად წარმოთქვა ქეთევანმა.
დედამთილმა ლიზიკო სამალავთან მიიყვანა, იქიდან მოზრდილი ზანდუკი ამოიღო, გახსნა და დიდი რაოდენობის ოქრო, ვერცხლი და ბრილიანტები აჩვენა. მერე, თითქოს სიამოვნება შეუზღუდაო, გასაღები გადაატრიალა და ზანდუკი თავის ადგილზე დადო ამაყად.
–ამბობენ, ბევრად უფრო ღირებული რაღაცებიც არსებობს,-უთხრა ლიზოკომ კნეინას.
–ეგ ვინც გითხრა, იმას ბრილიანტი სიზმარშიც არ ექნება ნანახი,-გაბრაზდა დედამთილი.
–შეიძლება...
ძალიან დააღონა ლიზიკო ამ ამბავმა. “როგორ შეიძლება უსულო ნივთს სასოებდე“. ბევრი ღამე თეთრად გაათენა ამ ამბის შემდეგ... ერთ დღესაც ზანდუკი აიღო, გასაღები გადაატრიალა, გახსნა და მდინარეში გადააპირქვავა „წაუღია ჩვენი ჭირი...“
„მართლაც წაიღო“,- ამბობდა თურმე სიბერეში,- ჩვენი სიამაყე, კერპთთაყვანისმცემლობა... ერთმა მეზობელმა ისიც მითხრა, „კნეინა ქეთევანი ამ ამბის შემდეგ თავაწეული არავის უნახავსო“.

განძი აღარ ჰქონდათ,მაგრამ კახიანების ოჯახს მატერიალურად არასოდეს გასჭირვებია. ლადიკო (ვლადიმერ) კახიანი პროვიზორად მუშაობდა, ლიზიკო ფარმაცევტად აფთიაქში. შვილებიც მისცათ ღმერთმა და ნამდვილი განძის ძიების შეგნებაც. რას ვგულისხმობ? ერთმა მეზობელმა მიამბო, როგორ ექცეოდნენ გაჭირვებულ ავადმყოფებს ლადიკო და ლიზიკო. როცა პროვიზორი ავადმყოფს სიდუხჭირეს შეატყობდა, რეცეპტს გამოუწერდა და ფულს მისცემდა, წამალი იყიდეო, თან ლიზიკოს აფთიაქს მიასწავლიდა. იქ მისულ გაჭირვებულ ავადმყოფს ლიზიკო წამალს მისცემდა და ფულს არ ართმევდა. ასეთი სქემით მუშაობდა თურმე ცოლ-ქმარი წლების მანძილზე.
მზე ხან ავიდოდა, ხან ჩავიდოდა. ლიზიკოც ნელ-ნელა ბერდებოდა, მაგრამ აფთიაქიდან მომაკვდავიც კი გაცინებული გამოდიოდა. ყველას გული იქით მიუწევდა, რადგან სიხარულით და სიკეთით სავსე ადამიანი დახვდებოდათ, იცოდნენ.

ერთხელ აფთიაქის კარი ახალგაზრდა გოგონამ შეაღო. ლიზიკოს წვიმას შეფარებული გამვლელი ეგონა და ჩაი შესთავაზა. გოგონა სწავლის შემდეგ პრაქტიკებზე ლიზიკოს აფთიაქში გაუნაწილებიათ და ადგილის გამოჩენასთან ერთად დანიშვნასაც დაჰპირებიან.
-დაჯექი, შვილო, დაისვენე!
-დაჯექი, შვილო, დაისვენე!
-ჭამე, შვილო, ჭამე!
-მზე გადავიდა და წადი სახლში, თუ გინდა, არ- მოგერიდოს!-ამ სიტყვებს სააფთიაქო საქმის შესწავლის პარალელურად ეუბნებოდა ლიზიკო მომავალ ფარმაცევტს.
დღეები კი გადიოდა და გადიოდა. ერთ დღეს უჩვეულო მწუხარება დაუხვდა ყველას აფთიაქში. მოხუცი დამლაგებელი გარდაიცვალა, რომელიც თხუთმეტი წელი იქ მუშაობდა.
-არაფერია, ყველა წავალთ ამ ქვეყნიდან!-სხვების გამხნევებას ცდილობდა ლიზიკო, მაგრამ ისე მტკიცედ არა, როგორც ადრე. გული მართლა ჩაწყდა.

-როგორ ბრძანდებით, ლიზიკო დეიდა?
-რად ჩამოგტირის სახე, შვილო,ხომ მშიდობაა?
-კი, ლიზიკო დეიდა.
-რაღაცას მიმალავ... არა გრცხვენიან?
გოგონა უეცრად ატირდა.ლიზიკომ გულში ჩაიხუტა და სთხოვა, ყველაფერი ეამბნა.
-მარგო ბებოს ადგილი შემომთავაზეს, ლიზიკო დეიდა. დამლაგებლის ლენტს ხვალ გადმომცემენ, 2 საათზე. უარის თქმა მინდოდა, მაგრამ ავადმყოფ მშობლებს რჩენა ხომ უნდათ. სანამ უკეთესი რამე არ გამოჩნდება, სხვა გზა არ მაქვს. დედაჩემისთვის არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ სხვისგან მაინც გაიგებდა და სულ გაუსკდებოდა გული.
-რაო, რა გითხრა დედამ?
-გასათხოვი გოგო ხარ, ტყუილად გასწავლე ამდენი, შინაბერა დარჩებიო,- ვეღარ მოვითმინე და სახლიდან წამოვედი.

ლიზიკომ გოგონა უხმოდ ჩაიხუტა გულში, თავზე აკოცა და ზეცისკენ აიხედა.
***
-კადრების განყოფილების კარები დაკეტილია და ვერ მეტყვით, სად იქნებიან?-შეეკითხა მომავალი დამლაგებელი მოხუც დარაჯს, რომელიც შესასვლელში თვლემდა.
-რომელი საათია? (პასუხს არ დალოდებია), სადილზე იქნებიან გასული. შესვენებაა, დაელოდეთ. თუმცა, აი, მოვიდა. გაყევი, შვილო, გაყევი.
-უკაცრავად, მე თქვენთან რამდენიმე დღის წინ ვიყავი ვაკანსიის თაობაზე.
-გვარი?-შეაწყვეტინა სერიოზული ხმით.
-აი, მერვე აფთიაქში დამლაგებლის ადგილი რომ განთავისუფლდა.
-აა, გამახსენდა, გამახსენდა. მაგრამ დამლაგებლის ადგილი უკვე დაკავებულია.
გოგონას მუხლები აუკანკალდა.
-შემიძლია ფარმაცევტის ადგილი შემოგთავაზოთ, თქვენ ხომ იქაც რეზერვში ხართ.
გაოგნებული, დაბნეული ახალგაზრდა გასათხოვარი გოგონა გაურკვევლობისგან მეხდაკრულივით მიაბიჯებდა. მაგრამ რა იცოდა, მთავარი საკვირველება წინ რომ ელოდა. იხილა კიდეც და გონი რეალურად დაკარგა, როდესაც კნეინა ქეთევან კახიანის რძალი, ლიზიკო, ხელზე წითელ ლენტშებმული, იატაკის ჯოხზე დაყრდნობილი დაუხვდა აფთიაქში.

კახიანი
არ ვიცი,რამ განაპირობა.ალბათ,რაღაც ვარაუდები გამაჩნია,მაგრამ მირჩევნია პირდაპირ ფაქტი გითხრათ.ჩემს ცხოვრებაში ბრიუს ლი(“ბრუსლი”) უფრო ადრე შემოიჭრა,ვიდრე “ ბაში აჩუკი“.მახსოვს,როგორ ვბაძავდით,როგორ ვოცნებობდით მე და ჩემი თანატოლები „ბრიუსლები“ გავმხდარიყავით,მინიმუმ „ბრუსლაი“.ეს უკანასკნელი ჩვენივე მოგონილი პერსონაჟი იყო,რომელიც ერთადერთ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა-ბრიუს ლის ჰგავდა.წარმოიდგინეთ, რა რთულია ჩინელს მიამსგავსო სხვა ჩინელი.
უფროსები რა გზას არ პოულობდნენ, როგორმე შვილები დასახიჩრებისგან ეხსნათ (წარუმატებელი ბრიუს ლის ტრიუკების შესრულებისას,როგორც წესი, ფიზიკურად ვზიანდებოდით).ჩემი მშობლები, სხვა მხრივ რომ ვერაფერს გახდნენ,ერთ დღეს დამსვეს და სერიოზულად მეუბნებიან: „შენ იცი? ბრიუს ლის, სანამ კარატისტი გახდებოდა,მთელი ჩინეთის ბიბლიოთეკა გადაკითხული ჰქონდა.“ახლა კი მეცინება,მაგრამ მაშინ ამან ძალიან ჩამაფიქრა, ყოველ შემთხვევაში, მეორე დილამდე. მეორე დღემ კი ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა,ბრიუს ლი საბოლოოდ ისეთი დარჩა,როგორიც ჩვენ გვაწყობდა:არავითარი წიგნები!
მშობლები ზრუნავენ შვილებისთვის და ეს ბუნებრივიც არის.მაგრამ ბავშვი და ზოგჯერ მოზარდი უნდა მიუშვა ალბათ თავის ნებაზე,რათა თვითონ ნახოს,თვითონ დარწმუნდეს,თვითონ იაზროვნოს,თვითონ მიხვდეს ერთ დღეს,რომ ასე არ ვარგა. გამოცდილებას შეიძენს,გაიწვრთნება და, როცა ასაკთან ერთად საკითხებიც უფრო სერიოზული გახდება,გონებაგავარჯიშებულს უკვე სხვისი გამოცდილებაც ეყოფა გაკვეთილად.
....მშობლების არცერთმა ცდამ არ გაჭრა,მაგრამ ყველაფერი ბუნებრივად მოგვარდა. ერთ საღამოს,მაშინ, როცა ათობით „მომავალი ბრულსი“ დაღლილი,დაქანცული ტელეეკრანებთან ისვენებდა,შემთხვევით ქართული მხატვრული ფილმი „მამლუქი“ დაიწყო. მახსოვს,მთელი ღამე არ მეძინა იმის ჯავრით,როგორ გამემხილა მეგობრებისთვის,რომ მე „ბრუსლობა“ აღარ მინდოდა.ვაითუ, მოღალატედ ჩამთვალონ.დილით მზე ამოვიდა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა.აღმოჩნდა, იმავეს განიცდიდა თურმე ყველა ჩემი მეგობარი და გათლილი ჯოხებით (ანუ ხმლებით) ხვიჩად და გოჩად გადაიქცა.
„არ შეგარჩენ, ინდაურო!“ „დიაური“ მაშინ არ ვიცოდით, რას ნიშნავდა. „ვაი, ნანა!“-ამ და სხვა მსგავსმა ფრაზებმა ჩაანაცვლეს ცნობილი „ია კარატე“.ვერ ვიტყვი, რამდენი რამ გაუფასურდა ჩემთვის მას მერე,რამდენმა რამემ ახალი აზრი შეიძინა.ხმალი -სათამაშო ავტომატმა ჩაანაცვლა,ბურთი-ველოსიპედმა,პატარა ველოსიპედი-დიდმა,მოკლე შარვალი-ჯინსმა.რამდენი ძნელად გათენებული ღამე მახსოვს (ზუსტად რომ ვიცოდი, არ გათენდებოდა) რაღაც ახლის მოლოდინში.ბევრი ახალი განცდა,შეგრძნება,ამოხსნილი და გადაჭრილი საკითხები,გაცემული პასუხები და მაინც საუკუნოდ არსებული შეკითხვები : „რა უფრო მნიშვნელოვანია?“,“რისთვის ღირს ცხოვრება და ღირს რო?“
მეექვსე კლასში ვიყავი,როცა სერიოზულად გადავწყვიტე,რომ უკვე „დიდი“ ვარ. ესეც ძალიან პრიმიტიულად მოხდა.მეხუთე კლასამდე, ანუ დაწყებით კლასებში,მესამე სართულზე ვსწავლობდით,მეექვსე კლასიდან უკვე პირველ სართულზე -ანუ დიდების სართულზე გადაგვიყვანეს.და შესაბამისად ფიქრები და ოცნებები გამიდიდდა.უკვე წარმოვიდგინე,როგორ ვცხოვრობთ ერთად მე და ჩემი შეყვარებული,რომელიც არც მესალმებოდა,როგორ ვღეჭავთ ერთად ბევრ „ჯუვაჩკებს“(არა საღეჭ რეზინს) და არავინ გვეუბნება- იმეცადინეთო,“დენდის“ კომპიუტერს ვთამაშობთ,ვიდეოებს ვახვევთ.აი, ,სწორედ აქ წავაწყდი მთავარ პრობლემას,ჩემი ოცნებები ჩემს სამმოთახიან „ხრუშოვკაში“ არანაირად არ ეტეოდა.ძალიან შევშინდი.გადავწყვიტე, ოცნებისთვის მაინც რაიმე დიდი სახლი შემერჩია.
ვინც ოთხმოცდაათიან წლებში ქუთაისში ყოფილა,შეუძლებელია არ შეემჩნია ასათიანის ქუჩაზე,“გოლიათების მაღაზიის“ წინ მდგარი,ახლადაშენებული,უზარმაზარი ქვის სახლი რაღაც უცხო დიზაინით,სხვანაირი ფანჯრებით და აივნებით. ვეჭვობ, მარტო მე არ ვოცნებობდი ასეთ სახლში ცხოვრებაზე. ოთხმოცდაათიანების და ტრანსპორტის ურთიერთობა კარგად მოგეხსენებათ,შესაბამისად არ გაგიკვირდებათ,რომ ხშირად სკოლაში ფეხით მივდიოდი.“ოცნების სახლი“ გზად იყო და აუცილებლად უნდა გამევლო.რამდენჯერ შევჩერებულვარ,ვათვარიელებდი,ავუვლ-ჩავუვლიდი და, თუ გამიმართლებდა, სახლის ფირმამანქანიან მსუქან პატრონსაც შევესწრებოდი,როგორ გამოდიოდა სახლიდან.ექსტერიერი შევისწავლე,ინტერიერი გონებაში წარმოვისახე. მსუქანი კაცის მაგივრად მის მანქანაში მე და ჩემი შეყვარებული ჩავსხედით და ასე შევედით უზარმაზარ სახლში.
„ გავიზრდები და განვახორციელებ!“-ვამბობდი ხშირად,როცა დამათენდებოდა ოცნებებში.“ოცნების სახლთან“ ყოველი გავლისას ვრწმუნდებოდი,რომ ამისთვის ნამდვილად ღირდა ცხოვრება.
იმ დღეს „ოცნების სახლთან“ არ გამივლია,რადგან ბაბუა გარდამეცვალა და სკოლაში აღარ წავსულვარ.დედის სახლში წამიყვანეს,სადაც ბაბუ იყო დასვენებული.მე ნახევრად იმ ბალახვნის სახლში გავიზარდე და ძალიან მიყვარდა რეზო ბაბუ."რეზო ბაბუ" ჩემთვის,ზოგადად -რეზო კახიანი,მეგობრებისთვის-ვლადიმეროვიჩი.
ბაბუა სიყრმიდან დიდ თანამდებობებზე მუშაობდა და, შესაბამისად, ოჯახის საფერებლად არ ეცალა.ჩემი უფროსი დეიდაშვილებისა და ბიძაშვილის გონებაში ის მკაცრი და მიუწვდომელი ჩარჩა (როგორც თვითონ ამბობენ).მე და ჩემს დას, პირიქით,ლმობიერი დაგვამახსოვრდა,რადგან უკვე პენსიაზე იყო გასული და, როცა მოიცალა, ჩვენ ჯერ კიდევ პატარები ვიყავით.მე, პირადად, სკოლაშიც მაკითხავდა, ხანდახან.თანატოლივით მესაუბრებოდა. სასადილოში შევყავდი ხინკლის საჭმელად,იცოდა, რომ ძალიან მიყვარდა. ფეხზე დასადგომი მაგიდები იყო და ლიმონათის ცარიელ ყუთზე მაყენებდა,რათა გავმაღლებულიყავი.მე და ჩემი და გასართობ პარკში დავყავდით, სადაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე,ულიმიტოდ, ვერთობოდით ატრაქციონებით.
პატარაობისას „მარადონას“ მეძახდნენ და მაშინ უზარმაზარი ოცნება მქონდა(რომელიც მალევე სხვა ოცნებით ჩანაცვლდა), ბუცები ჩამეცვა.იმდენად პატარა ვიყავი, ჩემი ზომა მხოლოდ კედები იყო.მთელი ქვეყანა შემოვიარეთ ერთად(საწყალი მისი მძღოლი, ალბათ, გულში მლანძღავდა).ვერაფერი ვერ ვიშოვეთ,ბოლოს,მთელი ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად,,სამი ზომით დიდი ბუცი ჩამაცვა.ხშირად უფროსები ბავშვის სურვილებს უფროსულად უყურებენ და ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ.ახლა ჩემთვის, ბუნებრივია,რომ ერთი პატარა ნაძვის ხის სათამაშო არაფრად ფასობს,მაგრამ ის ხომ იმ წამს იმ კონკრეტული ბავშვისთვის მთელი ცხოვრებაა-ყველა უფროსის ერთად შეკრებილ სურვილზე(რომლის ჯამიც ალბათ ტრილიონებს წვდება) მილიონჯერ უფრო ღირებული.ბაბუ სწორედ ასე უყურებდა ამ საკითხს.მახსოვს,შვიდი წლისას თხოვნა შემისრულა და საფერფლე მიყიდა.მაშინ „არ შეიძლებათი“ არ შემოიფარგლა და, როცა დრო იხელთა, თამბაქოს უარყოფითობის შესახებ რამდენიმე საათი მესაუბრა, როგორც თანატოლს. ალბათ,მაგიტომაც მწეველი არასოდეს ვყოფილვარ.
ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით,რომ მიგახვედროთ, როგორ განვიცდიდი ბაბუს გარდაცვალებას. ვიჯექით მე და ჩემი და და ვტიროდით.საღამოობით,როცა პანაშვიდები დასრულდებოდა,ყველაზე შინაურები რჩებოდნენ და სხვადასხვა თემაზე მსჯელობდნენ. ერთხელ, ბიძაჩემის სიტყვებს მოვკარი ყური,როცა ბაბუს დახმარების გამო მადლიერი ერთი ხანში შესული კაცი გააცილა: „ყველას ყველაფერს უკეთებდა, ჩვენ გარდა“. ეს სიტყვები ,ალბათ, ბავშვობასთან ერთად ჩაივლიდა,მაგრამ წლებთან ერთად ხან დედა იტყოდა რაღაც მსგავსს,ხან დეიდა. მერე ისევ მინელდებოდა და ვიღაც მოულოდნელი სტუმარი მოვიდოდა ახალი ინფორმაციით.
-ეს რა გავიგე, ახლა შევიტყვე შემთხვევით, რა კაცი გარდაცვლილა!
-უკაცრავად,თქვენ ვინ ბრძანდებით?-ჰკითხავდნენ ჩემები. ის კიდევ თავის მხრივ მოყვებოდა,ადრე, როცა უჭირდა,როგორ აჩუქა ბაბუმ ბინა ან რაიმე სხვაგვარად დაეხმარა. ყოველი ასეთი სტუმრის შემდეგ იწყებოდა თავიდან: „ჩვენთვის ეყიდა სახლები,თავისებური კაცი იყო.ვერ გაიგებ, რა!“
ამ „ყველაფერმა“ ძალიან იმოქმედა ჩემზე. ნელ-ნელა შევაფასე რეზო კახიანის პოტენციალი და დავასკვენი, რომ ბაბუს შეეძლო ასი ისეთი სახლი ჰქონოდა,როგორიც ჩემს ოცნებაში და ასათიანის ქუჩაზე იყო.რაღაცნაირად მეც გავბრაზდი რეზო ბაბუზე,ყველა ავყევით ამ აზრს,გარდა ჩემი დისა. მას ყველაზე მეტად უყვარდა ბაბუ და ყველაზე პატარა იყო.
ერთხელაც ამ ფიქრებში გართული მივაბიჯებდი სკოლისკენ და „ოცნების სახლს“ მიახლოებულს ხმაური შემომესმა.კიდევ უფრო მიუახლოვდი და რას ვხედავ,უზარმაზარი სახლის ირგვლივ მგლისთვალებიანი რამდენიმე ადამიანი და იქვე ახლოს მოსეირისთვალებიანი ასზე მეტი ადამიანი დგას. სახლი იწვის.მგლისთვალება ადამიანები ქვებს უშენენ.მსგავსი სანახაობა არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მინახავს.
უკნიდან შემოვუარე და ფერფლად ქცეული ფირმა მანქანა ვნახე. ელდანაკრავივით ადგილზე გავშეშდი, მერე კიბეზე ჩამოვჯექი. რამდენიმე საათი იქ ვიყავი.იქვე შეჯგუფებულ რამდენიმე კაცის საუბარს მოვკარი ყური,თურმე უზარმაზარი სახლის პატრონი რაღაც საქმეში გადავარდნილა(მაშინ ეს ხშირი იყო) და ვალები დადებია. მევალეებს ქონება ვერ გაუყვიათ და ერთს მეორისთვის სახლში შეჭრა მოუსწრია. დანარჩენი უკვე .....გიამბეთ.
სკოლაში აღარ წავსულვარ. სახლში მოსული ისე ვსუნთქავდი, ტემპერატურა გამიზომეს და უახლოესი რამდენიმე დღე საწოლში გავატარე.

_მამაო,ჩემთან მოდი, როგორც კი მოახერხებ, აუცილებელი საქმე მაქვს!
...მოვახერხე და მივედი.
-უწმინდესმა გვთხოვა,მონასტერი მომავალი წლისთვის უნდა დასრულდეს,თორემ ბერებს საცხოვრებელი არა აქვთ.ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ,რაღაც უნდა მოვიფიქროთ.სამშენებლო მასალები ასე თუ ისე მოგროვდა,ყოველ შემთხვევაში, დასაწყებად ყველაფერი გვაქვს,გარდა არმატურისა.
უწმინდესის თხოვნა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა,რომ მის მიერ დასახულმა პრიორიტეტებმა ყოველთვის გაამართლა.რახან ასე ჩათვალა, ესე იგი დედა ეკლეესიისთვის ეს ყველაზე საჭიროა ამ ეტაპზე, ვფიქრობდი ჩემთვის.
პატრიარქ ილია მეორეს ვინც იცნობს, დამეთანხმება,რომ მისთვის ბარიერები არ არსებობს და მთელი მისი მოღვაწეობა საკუთარ თავზე მაღლა დგომაა,შეუძლებლის შეძლება. ჩვენ კიდევ ვცდილობთ, მას რაღაცით მაინც მივბაძოთ. სწორედ ამით მოტივირებულმა,გადავწყვიტე,რომ შეუძლებელი შევძლო და არმატურა ვიშოვო. ჯიბეში 75ლარი მაქვს. არმატურას დაახლოებით 40 000 დოლარი სჭირდება.
„ოცნების სახლთან“ ერთად ზოგადად ოცნებას მოვრჩი. ბავშვობის მერე ასე არაფერი მინატრია-მონასტერი აშენდეს და ამით ღმერთმა და უწმინდესმა გაიხაროს! მთელი ღამე არ მეძინა.შევეცადე ისევ ოცნებებამდე არ დავშვებულიყავი და მაქსიმალურად რეალური გეგმა დამესახა.
გეგმა შემდეგნაირი იყო: 1)დილით ადრე ავდგე და არმატურის მოვაჭრე ყველაზე დიდ კომპანიაში მივიდე,რათა გავარკვიო, რა თანხა მჭირდება ზუსტად. 2) გზაში ჩამოვწერო მეგობრების სია,რომელთაც თხოვნით ჩამოვუვლი თანხის დადგენის შემდეგ. 3) ყველაფერი გავაკეთო თანხის საშოვნად.მოტივაციისთვის არმატურის დატვირთვა დილიდანვე დავაწყებინო,რათა უკან დასახევი გზა არ იყოს. 4) ფული მივიტანო და არმატურა წამოვიღო.(ეს გეგმა ქაღალდის გაცრეცილ ნაგლეჯზე ვიპოვე ამასწინათ და ზუსტად გადმოვიტანე ფურცელზე). გათენდა თუ არა, სწრაფად მოვწესრიგდი და საქმეს შევუდექი.
* * *
როცა მოვიკითხე,ერთ ქუთაისელ კაცთან მისვლა მირჩიეს,რომელიც არმატურების მთავარი შემომტანი იყო. ამ კაცს ერქვა მურთაზი,გვარად უგულავა. ყველას უკეთებს შეღავათს და შენც აუცილებლად გაგითვალისწინებსო. მივედი,მართლაც ძალიან კარგი კაცი აღმოჩნდა,სტუმართმოყვარე. მართალია,ათეიზმის პერიოდში აღზრდილი იყო და დიდი ეკლესიურობით არ გამოირჩეოდა,მაგრამ ძალიან თბილად მიმიღო. ბევრი ვისაუბრეთ.ქუთაისში დიდი ხანია არ ყოფილა და ყველაფერი გამომკითხა,იქაურობის ათასი ამბავი გაიხსენა და ბოლოს ჩემი წინაპრებით დაინტერესდა იმერული ცნობილი ფრაზით :-„ვისი ბიჭი ხარ?“. ახლა ამ კუთხით გაიშალა საუბარი და საბოლოოდ რეზო კახიანამდე მივედით.მე არ გავშეშებულვარ ასე ,როცა ჩემი „ოცნების სახლი“ იწვოდა,როგორც ბატონი მურთაზი ვლადიმეროვიჩის გაგონებაზე.რამდენიმე წუთი გაშეშებული მიყურებდა,ბოლოს წყალი მოსვა,სკამზე წამოიწია და მითხრა: „მამაჩემი ბაბუაშენთან მუშაობდა და, როცა მე სტუდენტი გავხდი, რეზო კახიანმა „მოსკვიჩი“ მაჩუქა. ეს ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რა ბაბუა გყავდა.“ მე ხმის ამოღებაც ვერ შევძელი,ისევ თვითონ განაგრძო.
_ჩამონათვალი გაატანე!-ასისტენტისკენ მიიხედა,-ეს ჩემგან საჩუქრად! . -მერე,წამოდგა და გულში ჩამიკრა.
მხოლოდ ახლა,დამშვიდებულ გულზე, რამდენიმე წლის შემდეგ ვზივარ და ვერ ვიხსენებ,მადლობა გადავუხადე თუ არა. მე კიდევ დღესაც ჩამესმის ნაცნობი ხმები: „რამდენი შეეძლო,ყველას გაუკეთა ყველაფერი ჩვენ გაედა!..,თავისებური კაცი იყო ....რა დაგვიტოვა!...“
მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: - მადლობთ, ბაბუ!

მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
ReplyDelete(1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.
ეს არის ჩემი ჩვენება უფროსი ელი დოდორუს კარგი საქმიანობის შესახებ, ვინც მეხმარება. მე ვარ ენ არნის ჩრდილოეთ კაროლინა აშშ-დან. ამ ჯადოქრობის კატასტროფის დახმარებით, ჩემი ქმარი, რომელიც გასული 3 წლის განმავლობაში დამტოვა, დავბრუნდი, მე საბოლოოდ შევხვდი ამ კაცს ბლოგ საიტზე, რომლის საშუალებითაც ერთ – ერთი არის კლიენტის დახმარება, მე ყველაფერი ავუხსენი მას და მან მითხრა მართლწერის caster, რომ მან იცოდა და მან მომცა ის, რაც მე ვწერ, რომ ვწერო მართლწერის კასტერს, რომ ვუთხრა ჩემი პრობლემები. სულ რაღაც 2 კვირაში ქმარი ჩემთან დაბრუნდა. უბრალოდ მადლობა მინდა გითხრათ მადლობა ამ ჭეშმარიტ და გულწრფელ მართლწერის caster, სერ ყველაფერი, რაც თქვენ მითხარით, რომ შეასრულეთ და დიდი მადლობა ბატონო. გთხოვთ ყველას ვუთხრა, ვინც ეძებს პრობლემის გადაწყვეტას, გულწრფელად მიმართეთ ამ მართლწერის კატასტროფას, ის ნამდვილია, ის ძლიერია და რასაც მართლწერის კასტერი გეტყვით, რა მოხდება, რადგან ყველა ის, რაც მეტყველებს მართლწერის კასტერზე. გავლა. შეგიძიათ დაუკავშირდით მას: whatsapp +2349015088017
ReplyDeleteეს არის ჩემი ჩვენება უფროსი ელი დოდორუს კარგი საქმიანობის შესახებ, ვინც მეხმარება. მე ვარ ენ არნის ჩრდილოეთ კაროლინა აშშ-დან. ამ ჯადოქრობის კატასტროფის დახმარებით, ჩემი ქმარი, რომელიც გასული 3 წლის განმავლობაში დამტოვა, დავბრუნდი, მე საბოლოოდ შევხვდი ამ კაცს ბლოგ საიტზე, რომლის საშუალებითაც ერთ – ერთი არის კლიენტის დახმარება, მე ყველაფერი ავუხსენი მას და მან მითხრა მართლწერის caster, რომ მან იცოდა და მან მომცა ის, რაც მე ვწერ, რომ ვწერო მართლწერის კასტერს, რომ ვუთხრა ჩემი პრობლემები. სულ რაღაც 2 კვირაში ქმარი ჩემთან დაბრუნდა. უბრალოდ მადლობა მინდა გითხრათ მადლობა ამ ჭეშმარიტ და გულწრფელ მართლწერის caster, სერ ყველაფერი, რაც თქვენ მითხარით, რომ შეასრულეთ და დიდი მადლობა ბატონო. გთხოვთ ყველას ვუთხრა, ვინც ეძებს პრობლემის გადაწყვეტას, გულწრფელად მიმართეთ ამ მართლწერის კატასტროფას, ის ნამდვილია, ის ძლიერია და რასაც მართლწერის კასტერი გეტყვით, რა მოხდება, რადგან ყველა ის, რაც მეტყველებს მართლწერის კასტერზე. გავლა. შეგიძიათ დაუკავშირდით მას: whatsapp +2349015088017

ReplyDelete