საგანგებოდ ამ პროექტისათვის ვეწვიეთ ქუთაისის
ერთ-ერთ ცნობილ ოჯახში
აღზრდილ და-ძმას , ექიმებს, ნანა და თემურ იძიგურებს.
საუბარი თემურ ძიძიგურთან
ერთ-ერთ ცნობილ ოჯახში
აღზრდილ და-ძმას , ექიმებს, ნანა და თემურ იძიგურებს.
საუბარი თემურ ძიძიგურთან
|
ბატონო თემურ! ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენი ოჯახი ძველი ქუთათური ოჯახების ღირსეული წარმომადგენელია. |
არსებობის რამდენი წლის ისტორია აქვს თქვენს ოჯახს ამ ქალაქში?
-ჩემი ოჯახი ამ ქალაქში
130 წელია, რაც ცხოვრობს.
-რაიმე საინტერესოს, ხომ ვერ
გაიხსენებდით თქვენი წინაპრების – ბებიებისა და ბაბუების შესახებ?
სეით ჯინჯიხაძე |
-ჩვენთვის ცნობილია, რომ
მამათქვენი იყო აღიარებული ექიმი. ამან გავლენა ხომ არ იქონია თქვენს პროფესიულ
გადაწყვეტილებაზე?
-რა თქმა უნდა, კი. ექიმობა
ისედაც მაინტერესებდა, მაგრამ უშუალოდ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი რომ გავხდი, ამაზე
გავლენა იქონია მამის პროფესიამ.
-გვიამბეთ უფრო ვრცლად თქვენი
მშობლების შესახებ.
-მამა, რევაზ ძიძიგური, დაიბადა
ქუთაისში. თბილისში დაამთავრა სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, მოსკოვში - ორდინატურა და მას შემდეგ სულ ქუთაისში მოღვაწეობდა. ამას გარდა, შეთავსებით
მუშაობდა თერჯოლის რაიონსა და ქუთაისის შემოგარენის დასახლებულ პუნქტებში.
რევაზ და ვენერა ძიძიგურები |
-ჩვენ ვიცით თქვენი მუსიკალური
გატაცების შესახებ, რომელიც თქვენი ბავშვობიდან მოდის და ახლაც უჭირავს თქვენს
ცხოვრებაში დიდი ადგილი. რატომ მედიცინა და არა მუსიკა?
-ჩემი ერთ-ერთი სიყვარულის
საგანია სიმღერა: ვოკალური შესრულება და გიტარაზე დაკვრა.
ბავშვობის ასაკიდან ვმღერი. სკოლაში ვიყავი
გუნდის სოლისტი. მთელი სტუდენტური წლების განმავლობაში ვმღეროდი, ახლაც ვმღერი და მუსიკისა და
გიტარის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ყოველთვის ვცდილობ, გავაუმჯობესო ეს მიმართულება. ხანდახან სიმღერებსაც ვწერ და გამოვდივარ მუსიკალურ
საღამოებზე ქუთაისში.
-როგორც გვსმენია,
ფოტოხელოვნებითაც ხართ გატაცებული.
-ახალგაზრდობიდან დაკავებული ვარ ფოტოხელოვნებით . ამჟამად არ ვემსახურები ამ საქმეს, რადგან ასაკის გამო მაღალ
მთაში ვეღარ დავდივარ.
ხუთჯერ იყო ქუთაისში ჩემი პერსონალური
გამოფენა, ორჯერ თბილისში, ერთხელ ბათუმსა და ზუგდიდში.
ამჟამად პოლონეთის ქალაქ პოზნანში, ერთ-ერთ
ლიცეუმში, ქუთაისისა და პოზნანის დღეებთან დაკავშირებით, მოწყობილია ფოტოგამოფენა. იანვარში მერიაშიც გამოიფინება. მე საჩუქრად ჩავიტანე ეს გამოფენა პოლონეთში და
ვაჩუქე პოლონელებს. ჩვენ ვიგრძენით, რომ მათ ძალიან უყვართ საქართველო.
-თბილისისკენ ლტოლვა
საქართველოში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ჩვენი თაობა და შედარებით უფროსი თაობაც "თბილისური სენით" არის შეპყრობილი. ამის დასტურია მრავალი თაობის გადასვლა
დედაქალაქში.
თქვენ რატომ არ გადახვედით საცხოვრებლად? შესაძლოა თქვენი პროფესია იქ უფრო პერსპექტიული
ყოფილიყო.
-ქუთაისი ჩემთვის ძალიან მაღალი
ღირებულების მშობლიური ქალაქია, სადაც მე დავიბადე, სადაც ცხოვრობდნენ ჩემი ბებია
და ბაბუა როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან და მე ძალიან მიყვარს ეს ქალაქი.
ქუთაისში ვცხოვრობ, ალბათ, ასე იქნება ყოველთვის.
. . .
. . .
- რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ ქუთაისელი და ატარებდეთ ამ სტატუსს ?
-იყო ქუთაისელი, დიდი
პასუხისმგებლობაა:რაც შენს ქალაქს არ ეკადრება, არ უნდა გააკეთო, პირიქით, უნდა აკეთო სიკეთე, კარგი საქმე და
სამაგალითო იყო სხვებისთვის. ეს არის ჩემთვის ქუთაისელობა.
ახლა მხატვრობითაც ვარ დაკავებული. პერსონალური
გამოფენა მქონდა ქუთაისსა და წყალტუბოში. ამჟამადაც აქტიურად ვხატავ.
რამდენიმე წიგნის ავტორი ვარ, ეს არის ქუთაისური იუმორის სხვადასხვა გამოცემა (ერთ-ერთი გერმანულად არის ნათარგმნი), “ სამოგზაურო მთები ქუთაისის შემოგარენში".
დავაფინანსე რამდენიმე ავტორის წიგნი და სახალხო მომღერალ მურმან შათირიშვილის დისკი.
დავაფინანსე რამდენიმე ავტორის წიგნი და სახალხო მომღერალ მურმან შათირიშვილის დისკი.
-გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ...
რეზი ძიძიგური
|
მარიამ ძიძიგური |
იგი ბავშვობიდან წარმატებული პიანისტი იყო, მაგრამ ამჟამად ვერ იცლის, რადგან დაკავებულია უნიუვერსიტეტით. სკოლის პერიოდში გამოდიოდა კონცერტებზე ორკესტრთან ერთად , რითაც ძალიან ვამაყობ.
- ქალბატონო ნანა, თქვენი ძმისგან ვიცით, რომ თქვენი ოჯახი ქუთაისში ცხოვრების 130 წელს ითვლის. ხომ ვერ გაიხსენებდით რაიმე საინტერესოს თქვენი წინაპრების, შესახებ?
-პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ მობრძანდით და ჩათვალეთ, რომ მე შეიძლება ვიყო თქვენი პროექტის ერთ-ერთი გმირი.
გავიხსენებ, რა თქმა უნდა. ძალიან მეამაყება ჩემი წინაპრები. ჩემი ბებია-ბაბუები საკმაოდ ცნობილი ადამიანები იყვნენ. მათ დიდი კვალი დატოვეს ქალაქის ცხოვრებაში. ჩემი ბაბუა, დედის მხრიდან, იყო ცნობილი პედაგოგი სეით ჯინჯიხაძე, რომელსაც პედაგოგიური მოღვაწეობის ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა. იყო პედაგოგთა დახელოვნების ინსტიტუტში განყოფილების გამგე. იგი, იმ ოთხი ადამიანისგან, რომლებმაც იმ დროს ზეპირად იცოდნენ ვეფხისტყაოსანი, ერთ-ერთი იყო.
სილოვან ძიძიგური |
ასინეთ ტყეშელაშვილი |
-თქვენ ხართ ცნობილი ოჯახის შვილი და რძალი. გვითხარით რამდენიმე სიტყვით თქვენი და თქვენი მეუღლის მშობლების შესახებ.
- მამაჩემი იყო ცნობილი ექიმი, მაგრამ, ექიმობის გარდა, იყო ძალიან საყვარელი ადამიანი ქუთაისისთვის. ქუთაისის კოლორიტსაც კი ეძახდნენ. იყო დიდი იუმორის პატრონი, ასევე თავისი საქმის პროფესიონალი. იგი კარგად მღეროდა და ამ ნიჭის გამოც სარგებლობდა დიდი სიყვარულით მეგობართა წრეში.
დედა პროფესიით მუსიკოსი გახლდათ: პედაგოგი და ბევრი ცნობილი ადამიანის აღმზრდელი. მუხლჩაუხრელად შრომობდა, უძღვებოდა ოჯახს და მხარს უმშვენებდა მამაჩემს.
აკაკი გვაზავა |
ზაირა აბდალაძე |
ჩემი მეუღლე, ვლადიმერ გვაზავა, ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი, მუშაობდა ტექნიკურ ინსტიტუტში და ქალაქის მმართველობის სფეროშიც იღებდა მონაწილეობას. იგი 24 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერებათა კანდიდატი. იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომლებმაც განათლება საზღვარგარეთ მიიღეს. მან უმაღლესი სასწავლებელი ბულგარეთში დაამთავრა , ასპირანტურა__ მოსკოვში, დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს და დღესაც აქ მოღვაწეობს.
-გვიამბეთ თქვენი შვილების შესახებ. რომელ სფეროში მოღვაწეობენ ისინი?
ნანა ძიძიგური და ლადო გვაზავა |
-მე და ჩემს მეუღლეს გვყავს სამი შვილი.
უფროსი ქალიშვილი, ნინო გვაზავა, პროფესიით ექიმია, ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, ჰყავს მეუღლე, ირაკლი გვადიბაძე და ისიც სამი შვილის დედაა.
აკაკი გვაზავა |
ნანა გვაზავა |
უფროსი ქალიშვილი, ნინო გვაზავა, პროფესიით ექიმია, ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, ჰყავს მეუღლე, ირაკლი გვადიბაძე და ისიც სამი შვილის დედაა.
მეორე ვაჟი - აკაკი გვაზავა გულმკერდის ქირურგი გახლავთ და მოღვაწეობს ქუთაისში, მედიცინის ეროვნულ ცენტრში.. ჰყავს მეუღლე - ნია ერისთავი და ერთი წლის ვაჟიშვილი გაბრიელი.
მესამე შვილი - გიორგი გვაზავა განათლებით ფინანსისტია და მუშაობს საქართველოს ბანკის ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციაში.
გიორგი გვაზავა |
-ჩემი პროფესიის არჩევაში მარტო მამას არ მიუღია მონაწილეობა. ეს იყო ის გარემო, რომელშიც მე ვიზრდებოდი. ჩემს ოჯახში ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბებოდა. ეს იყო ქუთაისური ტრადიციული სტუმართმოყვარე ოჯახი და ექიმების მთელი საზოგადოება ხშირად ჩვენთან იყრიდა თავს.
არა მარტო მამას, არამედ მისი მეგობრების წრესაც აქვს მონაწილეობა მიღებული ჩემი პროფესიის არჩევაში. ესენი იყვნენ ძალიან ცნობილი ექიმები: გენადი ჩირაძე, კოტე გეგელაშვილი, დავით კოღუაშვილი, რეზო ნემსაძე, კაკო ბურჯანაძე - არაჩვეულებრივი თერაპევტი და ადამიანი. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს... ესენი იყვნენ პიროვნებები, რომელთა წრეშიც ვიზრდებოდი და რომელთა საუბრებს მე შევსწრებივარ. სწორედ მათმა სიყვარულმა თავიანთი პროფესიისადმი განაპირობა ჩემი ექიმობა.
- თქვენ ძალიან წარმატებული ექიმი ბრძანდებით. სარგებლობთ დიდი ავტორიტეტით საზოგადოებაში და გენდობიან პაციენტები. გვამბეთ ტაიმე საინტერესო თქვენს პროფესიასთან დაკავშირებით
-სიტყვას „ძალიან“ ნუ ვიტყვით, მაგრამ წარმატებული ვარ...
ბევრი რამ მაქვს გასახსენებელი, იმდენი, რომ საუბარი შეიძლება უსასრულობამდე გაგრძელდეს.
რატომღაც ბევრ პაციენტს აქვს სურვილი, ლექსი დამიწეროს და დიდი, სქელტანიანი რვეული მაქვს პაციენტების მიერ მოძღვენილი ლექსებით სავსე.
ბედნიერებაა, როდესაც ქუჩაში გხვდება ავადმყოფი და გეუბნება, რომ მადლობელია შენი.
იყო უცნაური შემთხვევა უცხოეთში, სტამბულში კონფერენციის მუშაობაში ვმონაწილეობდი. ქუჩაში შემხვდა ჩემი ყოფილი პაციენტი, ეროვნებით თურქი, რომელმაც მიცნო. მაშინ მივხვდი, რომ სამყარო ძალიან პატარაა და ყოველთვის უნდა აკეთო სიკეთე, რომ არ შერცხვე არსად და ყველაფერი წინ დაგხვდება.
-რას ეტყვით იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მომავალ პროფესიად სამედიცინო სფერო აქვთ არჩეული?
-მინდა ვუთხრა, რომ ამ პროფესიას ახლავს ადამიანთა სიყვარული, ეს არის მხარგაშლილი სიარული ქალაქში,რაც არ მიიღწევა ადვილად.
მინდა იცოდნენ, რომ ექიმის პროფესია ძალიან დიდ შრომასა და დიდ დროს მოითხოვს. თეორიული ცოდნის გარდა, მოითხოვს ფიზიკურ გამძლეობასაც. ექიმის შრომა არა მარტო გონებრივი, არამედ ფიზიკურიც არის.
მოითხოვს ადამიანთა სიყვარულს... თუ სხვის ჭირს შენსაზე წინ არ დააყენებ, კარგი ექიმი ვერასდროს გახდები.
. . .
. . .
-თქვენ, ალბათ, გქონდათ იმის შანსი, რომ გადასულიყავით თბილისში, მაგრამ მაინც ქუთაისში გააგრძელეთ მოღვაწეობა. რას ნიშნავს თქვენთვის ქუთაისელობა?
-ქუთაისი ჩემი საყვარელი ქალაქია და მიმაჩნია, რომ სახელმწიფო არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ქალაქი. ნამდვილად იყო მიმზიდველი წინადადებები ჩემს ცხოვრებაში.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მქონდა შემოთავაზება, რომ კათედრაზე დავრჩენილიყავი. პროფესორი თენგიზ ზაქარიაძე გახლდათ ჩემი ხელმძღვანელი და ეს თითქმის გადაწყვეტილი იყო... მაგრამ შეგნებამ იმისამ, რომ არ შეიძლება მთელი საქართველო ცხოვრობდეს ერთ ქალაქში, გადამაწყვეტინა, რომ მე ქუთაისში შემექმნა ის, რაც შევქმენი და ძალიან მიხარია, რომ ჩემი შემდგომი თაობა, ჩემი შვილიც, ქუთაისში აგრძელებს მოღვაწეობას.
ახლა ჩვენს ქალაქშიც იხსნება არაჩვეულებრივი კლინიკები.
ვფიქრობ, საჭიროც არ არის, ერთ ქალაქში ცხოვრობდეს და მოღვაწეობდეს ყველა.
https://youtu.be/VGjNQtno9nk
https://youtu.be/m50MhnqL0UE
https://youtu.be/VGjNQtno9nk
https://youtu.be/m50MhnqL0UE
სულ ბედნიერად გევლოთ. სიხარული და წარმატებები თქვენ დიდ ტრადიციულ ოჯახებს
ReplyDeleteმე არ ვცხოვრობ საქართველოში უკვე 45 წელია,(14 წლის ასაკიდან) მაგრამ ბევრჯერ მსმენია ჩემი მშობლებიდან ძიძიგურების ოჯახზე და მათ წარმატებაზე.რა თქმა უნდა მათი ისტორია და წინაპრებზე არაფერი ვიცოდი ..მადლობა რომ გაგვაცანით ასეთი საამაყო ოჯახის ისტორია. ღმერთმა დალოცოს ეს ოჯახი და ამრავლოს ასეთი სამაგალითო ხალხი არა მარტო ქუთაისში არამედ მთელ საქართველოში.
ReplyDelete