Tuesday, December 4, 2018

                                                  ო ჯ ა ხ ი

  ყველა სახელმწიფოს ძლიერების, ზნეობრივი სრულფასოვნებისა და წარმატების საფუძველი ოჯახიდან მომდინარეობს. ოჯახი ქვეყნის დასაყრდენია.
    საქართველოში საუკეთესო ეროვნული ტრადიციებისა და ჯანსაღი სულისკვეთების შენახვას სწორედ ოჯახი ახერხებდა.
    ოჯახი საერთო გენეტიკისა და წარმომავლობის, ერთი წინაპრისა და ერთი სისხლის მქონე ადამიანთა ერთობლიობაა, რომელიც ჩვენში ურთიერთპატივისცემაზე, სიყვარულზე, თანადგომაზე, ერთგულებაზე იყო ყოველთვის დაფუძვნებული. ოჯახი ზრდის ქვეყნის მომავალ თაობას. 
    ასე იყო ოდითგანვე...
   ასე იქნება მომავალშიც...
   არასდროს მოგვეშალოს ოჯახის სიწმინდე და ის დიდი ფენომენი, რომელიც თითოეული ჩვენგანის ნავსაყუდელია...
   ქუთაისი, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ეროვნული ქალაქი, ყოველთვის თავს იწონებდა დიდებული ოჯახებით, რომლებიც აძლიერებდნენ ჩვენს ნაციონალურ გენეტიკას...
   გიამბობთ რამდენიმე ოჯახის შესახებ, რომლებსაც ჩვენს ქალაქში ცხოვრების საუკუნოვანი ისტორია აქვთ.

No comments:

Post a Comment

                                                  ო ჯ ა ხ ი   ყველა სახელმწიფოს ძლიერების, ზნეობრივი სრულფასოვნებისა და წარმატების საფუძ...